დისბაქტერიოზი ვითარდება ორგანიზმზე სხვადასვა არახელსაყრელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, რის შედეგადაც ირღვევა თანაფარდობა მეგობარ ბაქტერიებსა და მავნე ბაქტერიებს შორის. დისბიოზის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს არასწორი კვება, მაგალითად სწრაფი კვების ობიექტებში არაჯანსაღი საკვების ხშირი მიღება, რეგულარული არაბალანსირებული დიეტები, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება, რომელიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით უჯრედისს. უჯრედისის არსებობა საკვებში ხელსაყრელ პირობებს უქმნის ნაწლავის მიკროფლორას.

 

უჯრედისით ღარიბი საკვების მიღების შემთხვევაში კი ნაწლავში მრავლდებიან არა მეგობარი, არამედ მავნე ბაქტერიები. ისინი ხელს უწყობენ ნაწლავში ლპობითი პროცესების მიმდინარეობას. შედეგად ვითარდება დისბაქტერიოზი და მასთან დაკავშირებული  არასასიამოვნო სიმპტომები: მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან ფაღარათი, გულისრევა და ღებინება, გაზების დაგროვება (მეტეორიზმი).

მავნე ბაქტერიების დამარცხებაში თქვენს ორგანიზმს დაეხმარება ლაქტო-ჯი. იგი  დიდი რაოდენობით შეიცავს როგორც მეგობარ ბაქტერიებს, ასევე ამ ბაქტერიების  ზრდა-გამრავლებისთვის აუცილებელ ნიადაგს- ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ლაქტო-ჯის მიღება რეკომენდებულია არა მხოლოდ სამკურნალო მიზნით, არამედ აუცილებელი და უფრო ეფექტურია ლაქტო-ჯით პროფილაქტიკური კურსის ჩატარება.

      
       
   
 

მწვავე ფაღარათის, ან როგორც ჩვენ მას ხშირად ვეძახით, მოწამვლას, სხვადასხვა ბაქტერიები და ვირუსები იწვევენ.

 
 

გახსოვდეთ , რომ ნებისმიერი სახის და ხანგრძლივობის, თუნდაც ერთ დღიანი დიარეისთვის დამახასიათებელია ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა.

 
 

ლაქტო-ჯი, მასში შემავალი პრო და პრებიოტიკების სრულყოფილი კომპლექსის წყალობით, თრგუნავს მავნე ბაქტერიების გამრავლებას და  მათი ტოქსინების დამაზიანებელ მოქმედებას ნაწლავის ლორწოვანზე. ამიტომ ლაქტო-ჯის გამოყენება აუცილებელია ნებისმიერი წარმოშობის და სახის დიარეის კომბინირებულ მკურნალობაში.

 
  პრეპარატ ლაქტო-ჯის  გარანტირებული ხარისხი და მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს წარმატებით გამოვიყენოთ იგი კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ინფექციური დაავადების კომპლექსური მკურნალობისას.  
       
       
 

მოგზაურთა ფაღარათი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში.

 

შვებულების სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გაურბის ზაფხულის სიცხეებს და ქალაქგარეთ მიემგზავრება. საცხოვრებელი ადგილის და კლიმატის, საკვები რაციონის და წყლის  შეცვლამ კი შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს თქვენს ორგანიზმზე, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით გამოვლინდება.

 

გახსოვდეთ, კუჭ-ნაქლავის ნებისმიერი სახის დისფუნქცია, თუნდაც 1-2 დღიანი ფაღარათი ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევას ნიშნავს ! 

 

იმისათვის რომ ფაღარათმა არ ჩაგილაშალოთ გეგმები და მთელი ზაფხული გაატაროთ უსაფრთხოდ, ყოველთვის თან იქონიეთ  ლაქტო-ჯი და თქვენ მთელი ზაფხული დაცული იქნებით.  იმოგზაურეთ თამამად, დაისვენეთ და დაიცავით კუჭ-ნაწლავი ლაქტო-ჯისთან ერთად.

  

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!

და ყველაზე მთავარი!

არ დაგავიწყდეთ!

 

კუჭ-ნაწლავის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, მოწამვლისა და ნაწლავური ინფექციებისგან დასაცავად მიიღეთ ლაქტო-ჯი 2 კაფსულა დღეში ერთხელ.

   
         
     
 
 

ნაწლავთა დისბიოზს ხშირად თან ახლავს ალერგია. მიკროფლორის ბალანსის დარღვევის დროს ზიანდება ადამიანის იმუნური სისტემა, რაც შესაძლოა სხვადასხვა ალერგიული რეაქციებით გამოვლინდეს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად წლიდან-წლამდე მატულობს ატოპიური დერმატიტის ( კანის ალერგიული დაავადება) მქონე ადამიანების რიცხვი.

 

ამ დაავადების განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს კი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა, განსაკუთრებით ნაწლავთა დისბაქტერიოზი წარმოადგენს.

 

ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვების 89-94%-ს აღენიშნება ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

 

სწორედ ამიტომ სპეციალისტების რჩევის თანახმად ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია ბაქტერიული პრეპარატების (ლაქტო-ჯის) მიღება.

 

ლაქტო-ჯი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიების (პრობიოტიკების) და საკვები ნიადაგის (პრებიოტიკის) სრულყოფილ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის სწრაფ აღდგენას.

 

ლაქტ-ჯი-ში  შემავალი ბაქტერიები გამოირჩევიან მდგრადობით კუჭის მჟავე გარემოსა და ნაწლავების ფემენტების მიმართ, ამიტომ მათი მაქსიმალური რაოდენობა შეუცვლელი სახით აღწევს დანიშნულების ადგილამდე. რაც სწრაფ და სტაბილურ თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს.

 

ლაქტო-ჯი - თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული უსაფრთხო პრეპარატია. მისი მიღება შასაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის როგორც სამკურნალო , ასევე პროფილაქტიკის  მიზნით. საჭიროებისამებრ შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღება ახალშობილების, ორსულების,  მეძუძურებისა  და მოხუცებისთვის.