ვარ 26 წლის. დიდი ხანია მაწუხებს შეკრულობა და მუცლის ტკივილი. ექიმმა დამისვა დისბაქტერიოზის დიაგნოზი. თუ შეგიძლიათ ამიხსენით რა არის დისბაქტერიოზი, რამდენად საშიშია იგი?
ნაწლავთა დისბაქტერიოზი - ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებაა.

წონასწორობა მეგობარ და მავნე ბაქტერიებს შორის სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დაირღვეს: ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, არასწორი კვება, იმუნიტეტის დარღვევა, ნაწლავური ინფექციები და ა.შ. ამის შედეგად ხდება სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის მკვეთრი შემცირება და მავნე ბაქტერიების ჭარბი ზრდა და გამრავლება.

დისბაქტერიოზის მკურნალობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა დაავადების განვითრების რისკი, ირღვევა საკვების მონელების და შეწოვის პროცესები, ვითარდება დიარეა ან ყაბზობა, რაც არასასურველ შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმიში. გირჩევთ დროულად ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი რომელიმე ბაქტერიული პრეპარატით, მაგალითად ლაქტო-ჯით.

გახსოვდეთ , რომ დროული მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების აუცილებელი წინაპირობაა.
გამარჯობათ, ჩემს 2 წლის შვილს პედიატრმა დაუნიშნა ანტიბიოტიკი. მკურნალობა 1 კვირის წინ დავასრულეთ. მას შემდეგ ბავშის კუჭ-ნაწლავი არ არის წესრიგში. გვაწუხებს აშლილობა და გაზების დაგროვება. გახშირებულ კუჭის მოქმედებასთან ერთად მადის დაქვეითება და მუცლის ტკივილიც აქვს. მსმენია, რომ ანტიბიოტიკმა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი აშლილობა. მითხარით, საჭიროა თუ არა ასეთ შემთხვევაში რამე პრეპარატის მიცემა?
თქვენი მონაყოლიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს შვილს აქვს ანტიბიოტიკებით გამოწვეული დისბაქტერიოზი. ანტიბიოტიკები ხომ მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებენ.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკებისგან ნაწლავური ფლორის დაცვა. გირჩევთ ჩაუტაროთ თქვენს შვილს სამკურნალო კურსი ლაქტო-ჯით. ლაქტოჯი უსაფრთხოა და ინიშნება ნებისმიერ ასაკში. იგი აღადგენს დაზიანებულ მიკროფლორას და თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომებიც ნელ-ნელა გაქრება. 2 წლის ბავშვისთვის საკმარისია 1 კაფსულის მიცემა დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. (მინიმუმ 1 თვე)
მომავლისთვის კი გირჩევთ ლაქტო-ჯის მიცემას ანტიბიოტიკებთან ერთად. გაცილებით მარტივია მოვახდინოთ დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა, ვიდრე ვუმკურნალოთ უკვე ჩამოყალიბებულ დისბიოზს.
ყოველ ზაფხულს ჩემს 4 წლის შვილს აწუხებს ფაღარათი. განსაკუთრებით როცა ქალაქგარეთ მივემგზავრებით. გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ.
ნებისმიერი სახის ფაღარათი (კუჭის აშლა), თუნდაც ერთ დღიანი, იწვევს ნაწლავის ფლორის წონასწორობის დარღვევას. უფრო ხანგრძლივი ფაღარათი სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო საშიშიც კი არის სიცოცხლისთვის.

მსუბუქი ფაღარათის დროს საკმარისია სითხეების დიდი რაოდენობით მიწოდება. არ დაგავიწყდეთ ლაქტო-ჯის მიცემა. ლაქტო-ჯი-ში შემავალი კომპონენტები სწრაფად აღადგენენ დაკარგულ წონაწორობას, მოაწესრიგებენ კუჭის მოქმედებას და დაიცავენ დისბაქტერიოზის განვითარებისგან.
ვარ 29 წლის, 5 თვის ორსული. ბავშვობიდან მაწუხებს შეკრულობა და მუცლის შებერვა, რაც ორსულობისას უფრო გამიძლიერდა და ძალიან შემაწუხებელი გახდა. შეიძლება თუ არა რამე პრეპარატის მიღება ამ დროს და რამდენად უსაფრთხო იქნება ასეთი მკურნალობის ჩატარება ორსულობის ამ ვადაზე?
თქვენ სავარაუდოდ ნაწლავთა დისბაქტერიოზი გაწუხებთ. საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია გამოკვლევა და განავლის ანალიზის ჩაბარება დისბაქტერიოზზე.

მანამდე კი თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ლაქტო-ჯის დალევა. იგი უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის , ასევე ორსულებისთვის ნებისმიერ ტრიმესტრში. თანამედროვე მეან-გინეკოლოგები აქტიურად ურჩევენ ორსულობის მანძილზე ლაქტო-ჯით რამდენიმე პროფილაქტიკური კურსისი ჩატარებას.

მიიღეთ ლაქტო-ჯის 2-3 კაფსულა დღეში ერთხელ დილით უზმოზე და თქვენ მისი დახმარებით მოგიწესრიგდებათ ნაწლავური მიკროფლორა და შესაბამისად კუჭის მოქმედება.