დისბაქტეიოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ლაქტო-ჯი გამოირჩევა სრულყოფილი შემადგენლობით და განსაკუთრებული მოქმედების მექანიზმით.

ლაქტო-ჯი შეიცავს როგორც სასარგებლო ბაქტერიებს (პრობიოტიკს), ასევე მათი ზრდა-გამრავლებისთვის აუცილებელ ნიადაგს (პრებიოტიკს). ასეთ პრეპარატს ეწოდება სინბიოტიკი.

 

სწორედ ამიტომ ლაქტო-ჯი წარმოადგენს დისბაქტერიოზის სამკურნალო იდეალურ საშუალებას.



 

 


ლაქტო-ჯი დამზადებულია GMP-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია UAS Laboratories მიერ, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყებნებით.

 

 

 

Lactobacillus acidophilus DDS 1

  Bifidobacterium longum
  Bifidobacterium bifidum
  Bifidobacterium infantis
  FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდი)

 

 

ლაქტო-ჯი სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და მყარ ეფექტს, რადგან შეიცავს როგორც მეგობარ ბაქტერიებს (ლაქტო და ბიფიდო), ასევე მათი გამრავლებისთვის აუცილებელ ნიადაგს (ფრუქტოოლიგოსაქარიდებს).

 

 

ლაქტო-ჯიმიღება შეიძლება ნებისმიერ ასაკში.

განსხვავებით სხვა პრეპარატებისგან იგი უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის , ასევე ორსულების, მეძუძური დედებსა და მოხუცებისთვის, რადგან შეიცავს  მხოლოდ მეგობარ ბაქტერიებს.

 

 

ლაქტო-ჯი არ საჭიროებს მაცივარში შენახვას, რადგან მასში შემავალი ბაქტერიები ლიოფილიზირებულია. ლიოფილიზაცია რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც უნარჩუნებს პრეპარატს ეფექტურობას. თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული ბაქტერიები კი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ცხოველქმედების უნარს და კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ აქტიურდებიან.

ლაქტო-ჯი სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, იგი ოთახის ტემპერატურის პირობებში  2 წლის მანძილზე ინახება.

 

 

სხადასხვა ინფექციური დაავადების მკურნალობისთვის ხშირად გარდაუვალია ანტიბიოტიკების მიღება. ანტიბიოტიკს ნიშნავს ექიმი, თუმცა არანკლები სიხშირით ჩვენ თვითნებურად გვიწევს  ამათუ იმ ანტიბიოტიკის დალევა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც მავნე, ასევე მეგობარ ბაქტერიებს, რაც ძალიან ხშირად  დიარეის, გულისრევის, ღებინების, მუცლის შებერვის მიზეზი შეიძლება გახდეს. შედეგად ვითარდება დისბაქტერიოზი.

უკვე არსებული დისბაქტერიოზის მკურნალობა კი არ არის ადვილი საქმე. თუმცა საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის დისბიოზის პროფილაქტიკა.

ანტიბიოტიკოთერაპიის პირველივე დღიდან აუცილებელია ლაქტო-ჯის მიღება, რათა არ მივცეთ ანტიბიოტიკს საშუალება დაარღვიოს ჩვენი ფლორის წონასწორობა.  ლაქტო-ჯის  სულ რაღაც 10-14 დღიანი პროფილაქტიკური კურსი გარანტირებულად დაგიცავთ ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტებისგან.

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ლაქტო-ჯის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები მდგრადია ანტიბიოტიკების მოქმედებისადმი, საჭიროა მხოლოდ 3-4 საათიანი შუალედის დაცვა ანტიბიოტიკსა და ლაქტო-ჯის მიღებას შორის.

 

 

ლაქტო-ჯი ინიშნება დღეში ერთხელ, სასურველია დილით უზმოზე და თქვენ მთელი დღე აღარ გიწევთ ფიქრი იმაზე, მიიღეთ თუ არა პრეპარატი.
 

ლაქტო-ჯის ერთჯერადი მიღება განსაკუთრებით მოსახერხებელია ბაღის და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის.